LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ვითხოვთ, სახელმწიფომ შეასრულოს პირობა” – 23 აპრილს აქონდროპლაზიის მქონე ბავშვების მშობლების მარში გაიმართება

124
BeFunky-collage - 2023-04-22T235141.805

ვითხოვთ, სახელმწიფომ შეასრულოს პირობა და გამოყოს ბიუჯეტიდან თანხა მედიკამენტისთვის,– 23 აპრილს აქონდროპლაზიის მქონე ბავშვების მშობლები მორიგ აქციას აანონსებენ.

ტექსტის მიხედვით, 18:00 საათზე მშობლები კანცელარიასთან შეიკრიბებიან და მარშს გამართავენ.

„აქონდროპლაზიის სამკურნალო მედიკამენტის მოთხოვნა გრძელდება.

ვითხოვთ, სახელმწიფომ შეასრულოს პირობა და გამოყოს ბიუჯეტიდან თანხა მედიკამენტისთვის, რომელიც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი და სასწრაფოა ჩვენი შვილებისთვის.

თქვენი მხარდაჭერა უმნიშვნელოვანესია”, – ნათქვამია განცხადებაში.

ცნობისთვის, აქონდროპლაზიის მქონე ბავშვების დედები პრემიერთან შეხვედრას, შვილებისთვის საჭირო წამლის შემოტანასა და დაფინანსებას ითხოვენ.

ივანე ჩხაიძე: ხვალაც რომ შემოიტანონ „ვოსორიტიდი“, მის დანერგვას აუცილებლად სჭირდება მომზადება

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები