LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ვითხოვ მაქსიმალურ სასჯელს.. რკინის ქალამნებს ჩავიცვამ და ვიბრძოლებ, სანამ პირში სული მიდგას“ – კაცს, რომელმაც ავტობუსში ცოლი შვილების თანდასწრებით მოკლა, 20-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს

274
ავტობუსში მოკლული გოგო

როინ მებონიას, რომელმაც ავტობუსში ცოლი მოკლა, სააპელაციო სასამართლომაც 20-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა.

გადაწყვეტილება მოსამართლემ ცოტა ხნის წინ გამოაცხადა, რითაც თბილისის საქალაქო სასამართლოს განაჩენი ძალაში დარჩა.

პროკურატურა უვადო პატიმრობას ითხოვდა, თუმცა მოსამართლემ ეს მოთხოვნა არ დააკმაყოფილა.

დაცვის მხარე მსჯავრდებულის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნის შეწყვეტას, ან სასჯელის შემსუბუქებას ითხოვდა. მათი თქმით, როინ მებონია შეზღუდული და შერაცხადია.

მოსამართლის გადაწყვეტილებას მოკლული სოფო კვარაცხელიას დედის პროტესტი მოჰყვა.

„კამერები მკაფიოდ აჩვენებს, თუ როგორი თანმიმდევრული იყო მკვლელი“ – კაცს, რომელმაც ცოლი ავტობუსში შვილების თანდასწრებით მოკლა, შესაძლოა, სამუდამო პატიმრობა მიუსაჯონ

გარდაცვლილი ქალის ადვოკატი, ელისო რუხაძე დარწმუნებულია, რომ დანაშაულის ჩადენის პროცესში ბრალდებული აფექტის მდგომარეობაში არ იმყოფებოდა.

„რკინის ქალამნებს ჩავიცვამ და ვიბრძოლებ, სანამ პირში სული მიდგას. ვითხოვ მაქსიმალურ სასჯელს, მივმართავ უზენაესს და ვნახოთ, რა და როგორ.

თუ არა და, უზენაესზე უფრო დიდი ინსტანციებიც არსებობს. კიდევ გავიმეორებ, რომ რკინის ქალამნებს ჩავიცვამ და მე მივაღწევ, დავამტკიცებ, რომ მთლად ჩალით დახურულ ქვეყანაში არ ვცხოვრობთ“. – განაცხადა მოკლული ქალის დედამ.

ცნობისთვის, 2022 წლის 21 მაისს თბილისში, გურამიშვილის გამზირზე 30 წლამდე კაცმა, 27 წლის ქალი ხუთი მცირეწლოვანი შვილის თვალწინ მოკლა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები