გარდაცვლილი გიორგი შაქარაშვილის დედა თამუნა შალვაშვილი ხუთივე ბრალდებულის უმკაცრესად დასჯას ითხოვს.
განცხადება მან მცხეთის რაიონულ სასამართლოსთან გააკეთა, სადაც მოსამართლემ გიორგი შაქარაშვილის მკვლელობაში ბრალდებული 5 პირის საქმეზე განაჩენი უნდა გამოაცხადოს.
დაკავებულის ადვოკატები გამამართლებელ განაჩენს ელოდებიან და ამტკიცებენ, რომ ვერც ერთმა მოწმემ და გარემოებამ დაკავებულთა დანაშაული ვერ დაადასტურა.
შაქარაშვილის საქმეზე საბოლოო ვერდიქტი დღეს გამოცხადდება