LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ვიტირე, რადგან პოლიციამ აქციის მონაწილეს რუსების გამო სცემა.. ახლა რომ გაჩერდე, უბრალოდ, ლაჩარი ხარ“ – რას ჰყვება ბათუმში გამართული აქციის დროს ატირებული 18 წლის გოგო

134
ლიზა მიქელაძე

„გემს ვიდეოს ვუღებდი და უცებ დავიჭირე კადრი, სადაც ჩანდა, როგორ სცემდა 10 ან მეტი პოლიციელი აქციის მონაწილეს. ამას აკეთებდნენ რუსების თვალწინ, რომლებიც დაგვცინოდნენ“, – ამბობს „ბათუმელებთან“ საუბრისას ბათუმის პორტში რუსეთიდან შემოსული გემის საწინააღმდეგო აქციაზე ატირებული გოგო, რომლის ემოციამაც გულგრილი არავინ დატოვა.

როგორც გამოცემა წერს, თავიდან ყველას ეგონა, რომ ლიზა პოლიციასა და აქციის მონაწილეებს შორის დაწყებული გაწევ-გამოწევის დროს დაშავდა, თუმცა როგორც თავად აღნიშნა ასე არ ყოფილა:

სალომე ზურაბიშვილი: ვამაყობ ჩვენი ხალხით, რომელმაც მშვიდობიანად გააპროტესტა რუსეთის ახალი პროვოკაცია

„გემს ვიდეოს ვუღებდი და უცებ დავიჭირე კადრი, სადაც ჩანდა, როგორ სცემდა 10 ან მეტი პოლიციელი აქციის მონაწილეს. ამას აკეთებდნენ რუსების თვალწინ, რომლებიც დაგვცინოდნენ.

ამან გამოიწვია ჩემი ემოცია, ძალიან იმოქმედა. გავიაზრე, რომ რუსების გამო სცემდნენ და ძალიან ავღელდი. როცა რუსი გამოგვივარდა, ის ძალიან თავაზიანად წაიყვანა პოლიციამ“, – თქვა ლიზამ.

ლიზამ მათზეც ისაუბრა, ვინც რუსების შემოსვლას საქართველოსთვის სასიკეთოდ მიიჩნევს:

ბათუმის პორტთან მიმდინარე აქციაზე შსს-მ 23 პირი დააკავა

„ერთი ქალი იყო მოსული აქციაზე. გვითხრა, რატომ აპროტესტებთო. კომუნისტების დროს ჩვენ უფრო მეტი განათლება გვქონდა, ვიდრე თქვენ გაქვთ ახლაო. ფაქტობრივად გვითხრა, გაუნათლებლები ხართ და არ იცით, რისთვის იბრძვითო.

რა თქმა უნდა, ძალადობის მომხრე არ ვიქნები არასდროს. ასევე დამიწერეს, თურქეთის მოქალაქეების შემოსვლას რატომ არ აპროტესტებო. მინდა ამ ხალხმა გაიგოს, რომ ჩვენი ყველაზე დიდი და პირველი მტერი რუსეთია.

საქართველოს ისტორიაში რუსეთი ერთადერთი დამპყრობელია, რომელიც ენის წაშლას ცდილობდა, ქართული ენა მეორე პლანზე გადასწია და მთავარ ენად რუსული გამოაცხადა.

ახლა ილია ჭავჭავაძეზე და იმ დროზე აღარ ვისაუბრებ… არც იმ დროზე, როცა სიტყვის თქმას რეპრესიები მოჰყვებოდა, მაგრამ მაინც ამბობდნენ სათქმელს. ახლა რომ გაჩერდე, უბრალოდ, ლაჩარი ხარ“. – აღნიშნა ლიზა მიქელაძემ.

ლიზა მიქელაძე 18 წლისაა, შუახევში ცხოვრობს, ახლახან დაამთავრა სკოლა და ეროვნული გამოცდები ჩააბარა. მომავალ პროფესიად ფილოლოგია არჩია და სასწავლებლად დედაქალაქში გეგმავს გადასვლას.

„ქვეყნის შიგნით ამ აქციას არანაირი მხარდაჭერა არ ჰქონია.. რადიკალური ქართული ოპოზიცია დასავლელი სპონსორების მოთხოვნით აწყობს“ – მარია ზახაროვა ბათუმის აქციაზე 

 

 

ფოტო: „ბათუმელები“
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები