LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ვითიბი“ კლიენტებს ყოველთვიურ შენატანზე სამთვიან საშეღავათო პერიოდს სთავაზობს

70
vtb-logo-1

“ვითიბი ბანკი” შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე, ყველა ფიზიკურ პირს, ასევე მცირე და საშუალო ბიზნეს მსესხებლებს, სესხების ყოველთვიურ შენატანზე სამთვიან საშეღავათო პერიოდს სთავაზობს. შეღავათი შეეხება ყველა ტიპის სესხს (ძირზე და პროცენტზე) როგორც ლარში, ასევე სხვა ვალუტაში.

მომავალი კვირიდან “ვითიბი ბანკი” დაიწყებს შესაბამისი პროცედურების გატარებას და მომხმარებლისთვის დეტალური ინფორმაციის მიწოდებას. აღნიშნული პროცესი განხორციელდება დისტანციურად და ბანკში მიუსვლელად.

აგრეთვე, “ვითიბი ბანკის” მომხმარებელს, აქვს შესაძლებლობა, მიიღოს ყველა საბანკო სერვისი სახლიდან გაუსვლელად, ინტერნეტ, მობაილ და ვიდეო ბანკის მეშვეობით.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები