კორპორატიული სოციალური პასუხისმგებლობის მიმართულებით ”ვითიბი ბანკმა” 2015 წელს სამი მილიონი ლარი დახარჯა.
როგორც ბანკის გენერალურმა დირექტომა არჩილ კონცელიძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, აღნიშნული თანხით ბანკმა მხარი დაუჭირა ქართულ სპორტსა და კულტურას.
”ვითიბი ბანკი” მორაგბეთა და წყალბურთელთა ეროვნული ნაკრებების, სპორტული ტანვარჯიშის ფედერეაციისა და საცხენოსნო სპორტის ფედერაციის გენერალური სპონსორია. რაც შეეხება კულტურის სფეროს, ბანკი აფინანსებს რუსთაველის თეატრს, გრიბოედოვისა და თელავის თეატრებს,”- აღნიშნა კონცელიძემ.
მისი თქმით, 2015 წელს მნიშვნელოვნად გაიზარდა საქველმოქმედო პროექტების დაფინანსება. 13 ივნისს მომხდარი წყალდიდობის შედეგად დაზარალებულთა დასახმარებლად ბანკმა 207 575 ლარი გადარიცხა. გარდა ამისა, სტიქიის შედეგად განადგურებული სპორტული ტანვარჯიშის ფედერაციის შენობის აღდგენითი და სარემონტო სამუშაოები 1 2000 000 ლარით დააფინანსა.
”უკვე 10 წელია რაც ბაზარზე ვართ და ვხვდებით, რომ სოციალურ პროექტებში ინტეგრირება არის წარმატების საწინადარი. აქტიურად ვართ ჩართული სპორტში, ვეხმარებით საბავშვო სპორტს, კულტურას. მიგვაჩნია, რომ ამ პროექტების მხარდაჭერა ხელს შეუწყობს საზოგადოების წინსვლას და განვითარებას” – განაცხადა კონცელიძემ.