ვითიბი ბანკმა შპს „აჩინებულის“ ხილის გადამამუშავებელი და ნატურალური წვენების მწარმოებელი ქარხნის გახსნა 1 170 000 ლარით დააფინანსა.
აღნიშნული თანხიდან, 970 000 ლარი, შეღავათიანი აგრო კრედიტის პროგრამის ფარგლებში გაიცა, პროექტის ჯამურმა ღირებულებამ 2,5 მილიონი ლარი შეადგინა.
საწარმო კახეთის რეგიონში მდებარეობს.
სრული დატვირთვით ამუშავების შემდეგ, წელიწადის განმავლობაში, 500 000 ლიტრზე მეტი სხვადასხვა სახეობის ხილის ნატურალური წვენის წარმოებაა დაგეგმილი. პროდუქციის რეალიზაცია, პირველ ეტაპზე, ადგილობრივ ბაზარზე მოხდება. სამომავალოდ იგეგმება ექსპორტზე გატანაც. საწარმოში მუდმივად 25 ადამიანია დასაქმებული, ხოლო სეზონურად, 8-10 ადამიანი ემატება.
ვითიბი ბანკის მიერ, წლის დასაწყისიდან, შეღავათიანი აგრო კრედიტის პროექტის ფარგლებში 132 კრედიტი გაიცა საერთო თანხით 11,8 მილიონი ლარი.