”ვითიბი ბანკის” თასზე თბილისში საერთაშორისო ტურნირი სპორტულ ტანვარჯიშში მიმდინარეობს. შეჯიბრი პირველად ტარდება და მასში მონაწილეობას 5 ქვეყნის: საქართველოს, სომხეთის, აზერბაიჯანის, შვედეთისა და რუსეთის 30-მდე სპორტსმენი იღებს . მსაჯთა კოლეგიაში კი წარმოდგენილნი არიან ოლიმპიური და მსოფლიო ჩემპიონები.
ტურნირი 15 ოქტომბერს დასრულდება.
ცნობისთვის, ”ვითიბი ბანკი” 2012 წლიდან საქართველოს სპორტული ტანვარჯიშის სახეობათა ფედერაციის გენერალური სპონსორია. ბანკის მხარდაჭერით განხორციელდა მნიშვნელოვანი პროექტები და ყოველწლიურად იმართება საერთაშორისო ტურნირები.