3 ოქტომბრიდან “ვითიბი ბანკი” იწყებს აქციას სამომხმარებლო სესხზე, რომლის ფარგლებშიც შესაძლებელია მომხმარებელმა ისარგებლოს 45 000 ლარამდე ოდენობის სესხით, უზრუნველყოფის გარეშე. სესხის მაქსიმალური ვადა კი 5 წელია.
როგორც ”ფორტუნას” ბანკიდან აცნობეს, აქციის ფარგლებში, სამომხმარებლო სესხის აღება შესაძლებელია უძრავი ქონების შესაძენად, ან გასარემონტებლად, ავტომობილის შესაძენად, არსებული დავალიანების დასაფარად, ან უბრალოდ პირადი მიზნებისთვის.
მათივე ინფორმაციით, აქცია გაგრძელდება 3 ნოემბრის ჩათვლით. სესხის აღება შესაძლებელია ლარში, დოლარში და ევროში. წლიური საპროცენტო განაკვეთი 12,5%- დან 16%-მდე. ეფექტური საპროცენტო განაკვეთი კი – 17,2%-დან 18,4%-მდე.
სესხის ასაღებად მინიმალური შემოსავალი უნდა შეადგენდეს 300 ლარს თვეში.