“ვითიბი ბანკი” მეორადი ავტომობილის შეძენის მსურველებს სწრაფ ავტო სესხს, განახლებული პირობებით სთავაზობს. აქციის ფარგლებში საპროცენტო განაკვეთი ლარში 12%-დან იწყება (ეფექტური 15,82% -დან), დოლარში 9,5%-დან(ეფექტური 12,96% -დან), ევროში 8,5%-დან(ეფექტური 11,83% -დან). სესხის მაქსიმალური ვადა შეადგენს 5 წელს. როგორც ბანკში აცხადებენ, ნებისმიერ მსესხებელს საჩუქრად გადაეცემა ავტომობილის დაზღვევა 6 თვით.
მათივე ცნობით, სწრაფი ავტო სესხი გაიცემა 20 წუთში, მხოლოდ პირადობის მოწმობის საფუძველზე.