გურამ კაშია გასული სეზონის არნემის „ვიტესის“ საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს.
საქართველოს ნაკრების მცველი და „ვიტესის“ კაპიტანი გუნდის ყველაზე გამორჩეულ ფიგურად გამოცემა gelderlander.nl-მა აღიარა.
საიტმა „ვიტესის“ თითეული ფეხბურთელის თამაში შეაფასა, რომელმაც მოედანზე საათი მაინც დაჰყო და კაშიამ ყველაზე მაღალი ქულები დაიმსახურა – საშუალოდ 6,54.
მეორე ადგილზე არნოლდ კრესვეიკი (6,26) გავიდა, რომელიც სასტარტო შემადგენლობაში ქართველის უშუალო კონკურენტია, ხოლო მესამეზე – მარველოს ნაკამბა (6,25).
ვაკო ყაზაიშვილ9 (6,08) მე-6 პოზციაზე აღმოჩნდა.