დავით გარეჯის უდაბნოს მონასტერთან, ჩიჩხიტურის კოშკთან და აღდგომის ტაძართან მომლოცველებს, სასულიერო პირებს და ტურისტებს არ უშვებენ . კომპლექსის ამ ნაწილის გზაზე აზერბაიჯანელი და ქართველი მესაზღვრეები დგანან.
დავით გარეჯის მამათა მონასტრის არქიმანდრიტის, კირიონის ინფორმაციით, საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრის სადემარკაციო კომისიის ვიზიტი დავით გარეჯში უშედეგოდ დასრულდა.
ქართულმა მხარემ საზღვრის გავლების გეგმა წარმოადგინა, რაც აზერბაიჯანულ დელეგაციას არ მოეწონა და შეხვედრა უშედეგოდ დასრულდა. შეხვედრა გაურკვეველი ვადით გადაიდო.