კიევის მერმა ვიტალი კლიჩკომ განაცხადა, რომ თითქმის მთელი ქალაქი ირპინი უკრაინის ხელშია.
ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს.
ამასთან, როგორც კლიჩკო ამბობს, უკრაინულმა ძალებმა რუსულ ჯარებს უკან დაახევინეს მაკარივშიც.
კიევის მერი აღნიშნავს, რომ მათმა ძალებმა „დაანგრიეს კიევის გარშემო ალყის მოწყობის გეგმა“.
რუსეთ-უკრაინის ომის ქრონოლოგიას და მუდმივად განახლებად ინფორმაციას გაეცნობით აქ: ომი უკრაინაში