LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიტალი კლიჩკო: რუსებისგან უარეს სცენარს არ გამოვრიცხავ, ქალაქში შესაძლოა ნაწილობრივი ევაკუაცია გამოცხადდეს

36
კლიჩკო კიევიდან ევაკუაციაზე

კიევის მერის, ვიტალი კლიჩკოს განცხადებით, რუსული ძალების მხრიდან უარეს სცენარს არ გამორიცხავს და შესაძლოა, ქალაქში ნაწილობრივი ევაკუაცია გამოცხადდეს.

კიევის მერმა თანამოქალაქეებს მოუწოდა, გაითვალისწინოს სხვადასხვა სცენარი და მოემზადოს:

„არ გამოვრიცხავ უარეს სცენარს. სრული ევაკუაცია არ იქნება – შესაძლოა, ნაწილობრივი, მაგრამ ამას ევაკუაცია არ შეიძლება ეწოდოს. ეს არის გარკვეული კატეგორიის ადამიანების დროებითი გადაყვანა გარეუბნებში.

ზელენსკი მოქალაქეებს აფრთხილებს: „გთხოვთ, ყურადღება მიაქციოთ საჰაერო განგაშის სიგნალს“

ეს კვირაც შესაძლოა, ისეთივე რთული იყოს, როგორც წინა, - ამბობს უკრაინის პრეზიდენტი.

კიევის თითოეულ მოქალაქეს ვთხოვ, გაითვალისწინოს სხვადასხვა სცენარი და მოემზადოს. უკრაინელი სამხედროების თქმით, მტერი გეგმავს განაგრძოს მზაკვრული თავდასხმები ქვეყნის ინფრასტრუქტურაზე, რათა დააშინოს უკრაინელები სიბნელით და სიცივით/“– განაცხადა ვიტალი კლიჩკომ.

შეგახსენებთ, რომ 23 ნოემბერს, მასიური სარაკეტო თავდასხმის შემდეგ, უკრაინის რეგიონებში ელექტროენერგია გაითიშა. რუსულმა ძალებმა, უკრაინის რეგიონებში, დაახლოებით 70 საკრუიზო რაკეტა გაუშვეს, აქედან 51 უკრაინის საჰაერო ძალებმა ჩამოაგდეს.

“რუსები ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის შენარჩუნებას ვერ შეძლებენ” – პოდოლიაკი

“რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ ომს ვერ მოიგებს” – ოლაფ შოლცი

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები