LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიტალი კლიჩკო: კიევი თავდაცვის ფაზაშია გადასული, სიტუაცია რთულია

234
უკრაინული არმია

უკრაინის დედაქალაქის, კიევის მერის ვიტალი კლიჩკოს განცხადებით, ზოგიერთ რაიონში  სროლისა და აფეთქებების ხმა ისმის, ქალაქი თავდაცვის ფაზაშია გადასული.

ვიტალი კლიჩკომ თქმით, უკრაინელი სამხედროები რუსულ დივერსიულ ჯგუფებს ანეიტრალებენ.

რუსმა ოკუპანტებმა კიევის ოლქში ვორზელის დასახლება დაბომბეს – ნამსხვრევები ბავშვთა სახლს მოხვდა

უკრაინის გენერალური პროკურორის განცხადებით, ბავშვთა სახლის ტერიტორიაზე არ არის არც ბომბსაცავი და არც სარდაფები, ამიტომ ევაკუაციის პროცესში პროკურატურა ჩაერთო.

„სამწუხაროდ, ამ დივერსიული ჯგუფების ნაწილმა კიევში შეაღწია. მტერს სურს დედაქალაქი მუხლებზე დააჩოქოს და ჩვენ გაგვანადგუროს“, – განაცხადა ვიტალი კლიჩკომ და დასძინა, რომ არსებული სიტუაცია რთულია.

„სიტუაცია რთულია. მაგრამ ჩვენ გვჯერა ჩვენი შეიარაღებული ძალების, მხარს ვუჭერთ და ვეხმარებით მათ.“- განაცხადა დედაქალაქის მერმა.

უკრაინაში მიმდინარე მოვლენების შესახებ მუდმივად განახლებად ინფორმაციას გაეცნობით აქ:

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები