LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვისწავლეთ ასეთ პირობებში მუშაობა, სახელმწიფოს განვითარება – აშშ-ში რუსეთის ელჩი სანქციებზე

123
756420536860844

არ მახსოვს არცერთი დღე, როცა ჩვენმა ქვეყანამ დასავლური სამყაროს შეზღუდვის გარეშე იცხოვრა – ვისწავლეთ, როგორ ვიმუშაოთ ასეთ პირობებში, – ასე ეხმიანება რუსეთის ელჩი შეერთებულ შტატებში, ანატოლი ანტონოვი აშშ-ს პრეზიდენტის მიერ დაწესებულ სანქციებს. ელჩის თქმით, ეს ნაბიჯი დააზარალებს გლობალურ ფინანსურ და ენერგეტიკულ ბაზრებს, ისევე, როგორც ჩვეულებრივ მოქალაქეებს.

“უდავოა, რომ ჩვენს წინააღმდეგ შემოღებული სანქციები მტკივნეულად დაარტყამს მსოფლიო ფინანსურ და ენერგეტიკულ ბაზრებს. არ იქნება გამონაკლისი შეერთებული შტატებიც, სადაც ჩვეულებრივი მოქალაქეებიც იგრძნობენ ფასების მატების შედეგებს”, – თქვა ანტონოვმა.

ამასთან, როგორც რუსეთის ელჩმა აღნიშნა, რომ თავად რუსეთისთვის ეს სანქციები გადამწყვეტი არ არის.

ევროკავშირმა რუსეთის დუმის 351 დეპუტატსა და 27 ფიზიკურ და იურიდიულ პირს სანქციები დაუწესა

“რთული წარმოსადგენია, რომ ვინმეს ვაშინგტონში აქვს იმედი, რომ შეზღუდვების მუქარით რუსეთი თავის საგარეო პოლიტიკურ კურსს გადახედავს. რაღაც არ მახსენდება ერთი დღე მაინც, როცა ჩვენს ქვეყანას დასავლეთის მხრიდან რაღაც შეზღუდვა არ ჰქონდა დაწესებული. ვისწავლეთ ასეთ პირობებში მუშაობა, არამხოლოდ გადარჩენა, არამედ ჩვენი სახელმწიფოს განვითარება.” – განაცხადა რუსეთის ელჩმა.

ცნობისთვის, როგორც უკრაინული მხარე იუწყება, ბოლო 24 საათში, რუსეთის საოკუპაციო ძალებმა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება 96-ჯერ დაარღვიეს, რის შედეგადაც გარდაცვლილია ერთი, ხოლო დაშავებულია 6 სამხედრო.

თუ დღეს გავჩუმდებით, ხვალ გავქრებით – ზელენსკიმ რეზერვისტები გამოიძახა

დაარტყით რუსეთის ეკონომიკას ახლავე – კულება აშშ-ის სახელმწიფო მდივანს შეხვდა