LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვისთვის მოეწყობა ე.წ. სირცხვილის კორიდორი აჭარაში: ენმ-ს განმარტება

108
კირტადზე

აჭარაში არჩევნების მეორე ტურზე სირცხვილის კორიდორების მოწყობა იგეგმება. ამის შესახებ ინფორმაცია “ნაციონალური მოძრაობის” აჭარის ოფისიდან  ვრცელდება.

პარტიაში აღნიშნავენ, რომ ეს კორიდორები მხოლოდ “ქართული ოცნების” მაჟორიტარი დეპუტატების კანდიდატებისა და ადგილობრივი ხელისუფლების მაღალჩინოსნებისთვის მოეწყობა.

“ეს არჩევნები გაყალბებულია. ჩვენი მხარდამჭერები აუცილებლად დადგებიან საარჩევნო უბანზე და ხალხს შეატყობინებენ, რომ არ ვღებულობთ არჩევნებში მონაწილეობას, რადგან ის გაყალბებულია. კორიდორში გავლა კი თავად გამყალბებლებს, რიჟვაძეს, ქალაქის მერს, სუს-ის უფროსს და იმ ადამიანებს, ცესკოსა თუ უსკოს წარმომადგენლებს მოუწევთ, რომლებიც უშუალოდ არიან ჩართული გაყალბებაში” – განაცხადა “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ბათუმის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე გიორგი კირთაძემ განაცხადა.

ცნობისთვის, ბათუმში რამდენიმე დღის წინ გამართულ აქციაზე “ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთმა ლიდერმა ლევან ვარშალომიძემ აქციის მონაწილეებს მოუწოდა 21 ნოემბერს, არჩევნების მეორე ტურის დღეს უბნებთან “სირცხვილის კორიდორი” მოაწყონ, რასაც არაერთგვაროვანი გამოხმაურება მოყვა სხვა ოპოზიციურ პარტიებში. მაგალითად, “ლელოში” აცხადებენ, რომ მსგავსი ტიპის აქცია მიუღებელი და სამარცხვინოა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები