ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა კომისიამ დღეს „თელასსა“ და „ენერგო-პრო ჯორჯიას“ 2017 წლის ელექტროენერგიის განაწილების, გატარებისა და მოხმარების ტარიფები დაუდგინა.
კომისიის წევრთა გადაწყვეტილებით, სამომხმარებლო ტარიფი უცვლელი დარჩა, ხოლო კომერციულ ობიექტებს ტარიფი ნახევარი თეთრით გაეზარდათ. (მაღალი ძაბვა 0.446 თეთრით, საშუალო ძაბვა – 0.035-ით.)
სემეკ-ის მიერ 26 დეკემბერს დადგენილი ტარიფები ძალაში შევა 2017 წლის 1 იანვრიდან და იმოქმედებს 2017 წლის 31 დეკემბრამდე.