ზაზა ფაჩულიას თანაგუნდელი, „გოლდენ სტეიტ უორიორსის“ ერთ-ერთი ლიდერი კლეი ტომპსონი ზაფხულის ცხელ დღეებს, ცნობილ ამერიკელ მოდელთან, აბიგაილ რაჩფორდთან ერთად ატარებს.
ამერიკული პრესა წყვილის რომანზე დიდი ხანია საუბრობს. როგორც ჩანს, წყვილი მალე დაქორწინებასაც აპირებს.
NBA-ის ორგზის ჩემპიონი ტომპსონი გასულ სეზონში საშუალოდ 22.3 ქულას აგროვებდა და ახლა ცხოვრებით დამსახურებულად ტკბება.