სასამართლომდე, რომელიც 23 სექტემბერს უნდა გაიმართოს, კახა მამულაშვილი, იგივე მამულიჩა დროს ოჯახთან და სამეგობროსთან ერთად ატარებს.
გუშინ თიკო სადუნიშვილს ესტუმრა „სახლში“. თიკომ და მისმა მეგობარმა ორთაჭალაში კერძო სახლი იქირავეს, იქ ცხოვრობენ და თან კაფე გააკეთეს, სახელად „სახლი“, ულამაზესად მორთეს და დიდ ეზოში ბოსტანსაც უვლიან. თიკოსა და მისი მეგობრის სახლის კარი ახლობელი ადამიანებისთვისაა ღია და მამულიჩასაც უმასპინძლეს, შემდეგ კი ფოტოებიც დადეს „ფეისბუქზე“.
რამდენიმე დღის წინ მამულიჩა „რუსთავი 2“-ის ყოფილმა დირექტორმა, კობა დავარაშვილმაც ინახულა, მეგობრები ისევ თიკო სადუნიშვილის კაფეში შეიკრიბნენ. იქვე იმყოფებოდა ნანკა კალატოზიშვილიც, თავის შვილთან, დანისთან ერთად. ნანკა მამულიჩას აქტიურად გულშემატკივრობდა და ციხეში ყოფნისას „ფეისბუქზე“ ამხნევებდა.
მამულიჩას „ფეისბუქის“ გვერდზე დღეს ასევე გამოჩნდა ფოტო ლელასთან, სტეფანესა და კრისტი ყიფშიძესთან ერთად.
შეგახსენებთ, რომ პროდიუსერი ნარკოდანაშაულისთვის სასამართლოს წინაშე წარდგება. ის მცირე ხნის წინ 15 000-ლარიანი გირაოთი გაათავისუფლეს.