LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვისოლმა ავტომაგისტრალზე ელექტრომობილების დამტენი მეორე სადგური გახსნა

101

„ვისოლმა“ რუსთავის საერთაშორისო ავტოდრომთან ერთად, ჩქაროსნული ავტომაგისტრალის გორის მონაკვეთზე მდებარე, დასვენებისა და მომსახურების კომპლექსის ტერიტორიაზე, ელექტრომობილების დამტენი მეორე სადგური გახსნა. ამასთან, კომპანია პირველად საქართველოში „ეკო დრაგს“ – ელექტრომობილების ავტორბოლასაც მართავს. „ვისოლი“ ელექტრომობილების დამტენების ქსელს კომპანია „ი-სპეის“ – თან თანამშრომლობით ავითარებს.

როგორც ”ფორტუნას” ”ვისოლ ჯგუფიდან” აცნობეს, „ეკო დრაგზე“ ერთმანეთს საქართველოში ყველაზე გავრცელებული, ეკო-მეგობრული ტრანსპორტის – NissanLeaf-ის მძღოლები შეეჯიბრებიან, „ი-სპეის“-ის ადგილიდან სიჩქარის აკრეფაში მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე სწრაფი ოთხ-კარიანი სედანი – „ტესლა“ კი ბენზინზე მომუშავე სპორტულ ბოლიდს გამოიწვევს შეჯიბრში. ელექტროსკუტერებითა და ელექტროველოსიპედებით დაგეგმილი შოუ კი „ეკო დრაგს“ კიდევ უფრო სანახაობრივს გახდის.

„ვისოლი“ „ეკო დრაგს“ გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაცია „ეკოვიჟენის“ საზოგადოებრივი მხარდაჭერით მართავს. ღონისძიების პარტნიორია Nissan Loaf Club Georgia. ავტორბოლას ცნობილი რეკორდსმენი მრბოლელი მევლუდ მელაძე წარუძღვება. ღონისძიების დამსწრეთა კვებაზე იზრუნებს ქართული ხორცპროდუქტების კომპანია “ვაკე”. „ეკოდრაგს“ გააგრილებს წყალი„სნო“.

„ვისოლმა“ საკუთრებაში არსებული ავტოგასამართი სადგურების ყველაზე ფართო ქსელს ელექტრომობილების დამტენი პირველი სადგური თბილისში, აღმაშენებლის ხეივნის მე-13 კილომეტრზე შემატა და მომავალში კომპანია მსგავსი სადგურების ქსელს კიდევ უფრო გააფართოებს. ამ ეტაპზე ელექტრომობილების მძღოლებს სრულიად უფასოდ შეუძლიათ საკუთარი ავტომობილის დამუხტვა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები