„ვისოლის“ დამფუძნებლის, ლევან ფხაკაძის ულამაზესი ქალიშვილი, ანი დაინიშნა. ის უკვე დიდი ხანია, შეყვარებულია და ახლახან წყვილმა ურთიერთობის გაოფიციალურება გადაწყვიტა. „დიახ, დიახ და დიახ, ერთი სული მაქვს, როდის გავხდები შენი მეუღლე“ – დაწერა ანიმ და რჩეულთან ერთად გადაღებული ფოტოები გამოაქვეყნა, „ინსტაგრამის“ გამომწერებს ასევე გაუზიარა ის შესანიშნავი გარემო, სადაც მეორე ნახევარმა ხელი სთხოვა და ასევე ბეჭედიც, რომელიც დანიშვნისას მიიღო.
ანი ფხაკაძე საზღვარგარეთ სწავლობდა. ახლახან მან მეგობართან ერთად საკუთარი სილამაზის ხაზი დააფუძნა და ახალ პროდუქციას სთავაზობს მომხმარებელს.