თემო საჯაიამ ახალ კლიპში მიიღო მონაწილეობა. კადრი კლიპიდან მან საკუთარი „ფეისბუქის“ გვერდზე განათავსა. ფოტომ, სადაც ის თავგადაპარსული საავადმყოფოში წევს, კითხვის ნიშნები დაბადა. მომღერალს კომენტარისთვის დავუკავშირდით.
თემო საჯაია:
ეს კადრი მართლაც კლიპიდანაა. „ევექსი“ იღებს ვიდეოს ლეიკემიით დაავადებული ბავშვების მხარდასაჭერად. მელოდია ქეთი გაბისიანმა შექმნა, ტექსტი ირინა სანიკიძემ დაწერა. მე შემომთავაზეს სიმღერის შესრულება და დავთანხმდი. თავიც ბავშვებისადმი სოლიდარობის ნიშნად გადავიპარსე…
ალბათ, ბავშვებსაც შეხვდი და ემოციური იქნებოდა შენთვის…
ძალიან… ბავშვებს შევხვდი, ერთად მივიღეთ მონაწილეობა კლიპში. კლიპის პრემიერა მაისის შუა რიცხვებში იგეგმება.