“ვისი დანაშაულებრივი წვლილიც იქნება დადასტურებული, ყველას პასუხისმგებლობის საკითხი დადგება,” – ამის შესახებ ჟურნალისტებს შინაგან საქმეთა მინისტრმა, გიორგი გახარიამ, მეტროსადგურ „ვარკეთილში“ მომხდარ შემთხვევაზე კომენტირებისას განაცხადა.
როგორც მან ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, გამოძიება მიმდინარეობს და მომხდარის მიზეზებთან დაკავშირებით ვერსიებზე საუბარი ჯერ ნაადრევია.
„გამოძიება დაიწყო რამდენიმე საათში და ის ახლაც აქტიურ ფაზაშია. დანიშნულია ექსპერტიზები და დაიკითხნენ კომპანიის წარმომადგენლები. ერთ დღეში გარკვეულ ვერსიებზე საუბარი ნაადრევია და ამას დასჭირდება 2-3 დღე. გამოძიების შედეგებით, ვისი დანაშაულებრივი წვლილიც იქნება დადასტურებული, ყველას პასუხისმგებლობის საკითხი დადგება,“ – განაცხადა გიორგი გახარიამ.