LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ვისაც მუშაობა შეეძლო, გავიდა საზღვარგარეთ“ – ქვეყანაში მუშახელის კრიზისია

55
businessman-leaving-office-with-gym-bag-and-yoga-mat-900916684-5b3b925846e0fb0036c3a2df

„ქვეყანაში მუშახელის ძალიან დიდი კრიზისი შეიქმნა და ამას თვალი უნდა გავუსწოროთ. ადამიანები, ვისაც მუშაობა შეეძლო, გავიდა საზღვარგარეთ“, – ამის შესახებ „პალიტრანიუსის“ ეთერში ბავშვთა გასართობი ცენტრების ასოციაციის ხელმძღვანელმა გიორგი მთიულიშვილმა განაცხადა. მისივე განმარტებით, ამ კრიზისს უფრო ღრმად ხვალ და ზეგ მივიღებთ, როცა კადრი არ იქნება სამსახურში ასაყვანად.

გიორგი მთიულიშვილის ინფორმაციით, ბავშვთა გასართობმა ცენტრებმა, ბოლო 2 წლის განმავლობაში, მხოლოდ 3 თვე იმუშავა.

„120 კომპანიიდან დარჩა 40 კომპანია, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ბაზარზე 40-ვე ისევ ოპერირებს. მათ უბრალოდ, ჯერ არ დაუცლიათ ფართები. დანარჩენი კომპანიები გაკოტრდნენ, დაიხურნენ, აღარ არსებობენ. თითო კომპანია 20-დან 30-ამდე ადამიანს ასაქმებდა“, – განმარტა ბავშვთა გასართობი ცენტრების ასოციაციის ხელმძღვანელმა „პალიტრანიუსის“ ეთერში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები