LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვისაც კი ერთი სიტყვა დაუხარჯია ჩემი შვილის გათავისუფლების საქმეში, ყველას დიდი მადლობა – ზაზა გახელაძის დედა

161
7878

ზაზა გახელაძის დედა, ნანა გახელაძე შვილის გათავისუფლებისათვის საქართველოს პრემიერ-მინისტრს  მადლობას უხდის.

„ყველას დიდი მადლობა, ვისაც ჩემი შვილის გათავისუფლებაში წვლილი მიუძღვის, ჩვენს პატრიარქს, რუსეთის პატრიარქს, პრემიერს, პრეზიდენტს, ვისაც კი ერთი სიტყვა დაუხარჯია ჩემი შვილის გათავისუფლების საქმეში, ყველას დიდი მადლობა მინდა გადავუხადო“, – აცხადენს ნანა გახელაძე.

რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა ზაზა გახელაძე 2020 წლის 11 ივლისს დაჭრეს და დააკავეს. ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. სასამართლომ მას 12 წლითა და 6 თვით უკანონო პატიმრობა 5 თებერვალს მიუსაჯა.

ზაზა გახელაძე ოკუპანტებმა დღეს გაათავისუფლეს. მისი გათავისუფლების პროცესში ჩართული იყვნენ მთავრობისა და საერთაშორისო საზოგადოების წარმომადგენლები.

ზაზა გახელაძე ანატოლი ბიბილოვმა შეიწყალა

ზაზა გახელაძის გათავისუფლება ბიბილოვს რუსეთის პატრიარქმა სთხოვა

ირაკლი ღარიბაშვილი: ჩვენი მთავრობის, პატრიარქის, პრეზიდენტის ჩართულობით, ზაზა გახელაძე თავისუფალია

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები