LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ვისაც დაემართება, იმას არაფერი ეშველება, პოსტკოვიდური მდგომარეობა უნდა გადაიაროს“ – გიორგი ფხაკაძე გახანგრძლივებულ ხველაზე

7473
Untitled design (5)

საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი გიორგი ფხაკაძე „ფორტუნასთან“ კოვიდის შემდგომი პერიოდის სიმწვავეზე საუბრობს და აღნიშნავს, რომ ყველაზე რთული სწორედ პოსტკოვიდური მდგომარეობაა.

როგორც გიორგი ფხაკაძე ამბობს, უმეტეს შემთხვევაში, სწორედ პოსტკოვიდს უკავშირდება გახანგრძლივებული ხველაც.

„გადახედეთ თქვენს გვერდით ადამიანებს, ვინც გადაიტანა კოვიდი, ე.წ. უსახელო გრიპი, რა მძიმე მდგომარეობაში არიან, კიბეებზე ვერ ამოდიან, ახველებთ, დაკარგული აქვთ კონცენტრაცია. საქართველოში დიაბეტის კუთხით კატასტროფული მდგომარეობაა, ანუ პოსტკოვიდი არსად წასულა.

გიორგი ფხაკაძე: „ზოგჯერ ისეთი შეგრძნება მაქვს, საქართველოში ხალხი ჭურში ზის და იქიდან გამოსვლა არ უნდა.. სავარაუდოდ, ზამთრის ბოლოს ძალიან არასასიამოვნო ვარიანტს მივიღებთ“

„როდესაც ამხელა ქვეყანაში 800 მილიონი ადამიანი იქნება ინფიცირებული, შენ გგონია, ამ ტალღას ასცდები? ფიზიკურად ვერ ასცდები“ - ამბობს ჯანდაცვის ექსპერტი „ფორტუნასთან“.

პირიქით, უფრო რთულდება და ყოველ ჯერზე, როდესაც ადამიანი ახალ კოვიდს გადაიტანს, კიდევ უფრო მეტი შანსია, რომ მას პოსტკოვიდი დაემართება. ამბობენ: „ვაიმე, ჩვეულებრივი გრიპია“ – ჩვეულებრივი გრიპის შემდეგ ადამიანს დიაბეტი არ ემართება.

გამოდიან: „ყველაფერი კარგად იქნებაო“ – არ იქნება ყველაფერი კარგად.

პირველი ვიყავი, რომელმაც გითხარით, რომ ნოემბრიდან ახალი კოვიდტალღა იწყება. რა თქმა უნდა, რესპირატორული ვირუსების სეზონია და გრიპიც არის, მაგრამ, ძირითადი, რომელიც ჩვენს მოსახლეობას მძიმე მდგომარეობაში აყენებს, ეს კოვიდია.

როდესაც ადამიანს რთული ხველა რჩება, სავარაუდოდ, მას პოსტკოვიდი აქვს. ამას ჰქვია გრძელი კოვიდი – გახანგრძლივებული ხველა.

ერთადერთი, კოვიდი რომ არ დაგემართოთ, სამედიცინო პირბადე უნდა გამოიყენოთ.

ვისაც დაემართება, იმას არაფერი ეშველება, იმან პოსტკოვიდური მდგომარეობა უნდა გადაიაროს. პოსტკოვიდის ყველაზე რთული ორი გამოწვევაა დიაბეტი და გულ-სისხლძარღვთა დაავადებები, ამიტომ ვისაც ასეთი რთული ხველა აქვს, ვურჩევ, 3-4 თვეში კონსულტაცია გაიაროს კარდიოლოგთან და ენდოკრინოლოგთან. შაქრის გაზომვა და კარდიოლოგთან ერთი კონსულტაციაც უდიდეს საქმეს გააკეთებს. საქართველოში ყველა რომ ანტიბიოტიკებს ყლაპავს, ასე არ შეიძლება.

ეს ხველა არ არის მხოლოდ ხველა, რომ „მივიღე წამალი და მიშველა“, ჩვენ უნდა ვნახოთ, რა არის დაზიანებული“, – აღნიშნავს გიორგი ფხაკაძე „ფორტუნასთან“ საუბარში.