ალერგოლოგ-იმუნოლოგის ბიძინა კულუმბეგოვის განცხადებით, ალერგიული პაციენტებს კორონავირუსის ვაქცინაციის არავითარი წინაღობა არ აქვთ.
მისი განცხადებით, თუ ადამიანს ვაქცინაციის პირველ დოზაზე დაუფიქსირდა ალერგია, ამ შემთხვევაში კატეგორიული წინაღობაა მეორე დოზის გაკეთების. იმუნოლოგს ისრაელის მაგალითი მოჰყავს.
„ჩვენ მაქსიმუმიც რომ შევძლოთ და გავაკეთოთ 4 მილიონი დოზა, სულ წლის ბოლომდე პერსპექტივაში დაგვემუქრება 40-მდე ასეთი შემთხვევა. მე ვამბობ იდეალურ ვარიანტს, თუ ეს განხორციელდა. ამიტომ მიდგომა არის მარტივი. ზოგადად ალერგიული პაციენტები ძალიან ბევრია, მათ არავითარი წინაღობა ვაქცინაციის არ აქვთ. მოვიყვან ისრაელის მაგალითს, რომელიც ხშირად არის საერთაშორისო მედიაში – ტენტია გაშლილი, სადაც ასეთი ვაქცინირებული პაციენტები 15-დან 30 წუთი სხედან და ელოდებიან დაკვირვების პერიოდს, ასე იქნება ჩვენს ქვეყანაშიც.
თუ ადამიანს ვაქცინაციის პირველ დოზაზე დაუფიქსირდა ალერგია, ამ შემთხვევაში კატეგორიული წინაღობაა მეორე დოზის გაკეთების, ამიტომ ეგ საკითხი მოგვარებადია. ზოგად პოპულაციას, ვისაც ალერგია აქვს, არ უნდა შეშინდეს. იქნება დაკვირვება, ექიმები იქნებიან ცოდნით და სპეციფიური წამლებით აღჭურვილები, ეს იქნება ადრენალინი თუ სხვა დახმარების საშუალებები. ჩვენი სპეციალისტები დატრენინდგებიან და ამ მხრივ საშიშროება იქნება აბსოლუტურად მოხსნილი და მართვადი“. – განაცხადა ბიძინა კულუმბეგოვმა “პირველი არხის” ეთერში.
5 მიზეზი თუ რატომ უნდა ვატაროთ ნიღაბი თუნდაც ვაქცინაციის შემდეგ