LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ვის ვინ ეკითხება მე სად გავაჩინე ჩემი მანანიკო?!.. ამით მტკიცდება რომ ამერიკა მირჩევნია რუსეთს!“ – რას წერს ბექა ოდიშარიას მეუღლე

680
კლიჩკო კიევიდან ევაკუაციაზე (4)

„ქართული ოცნების“ დეპუტატის, ბექა ოდიშარიას მეუღლე, მაკუნა გამცემლიძე სოციალურ ქსელში ეხმაურება „სირცხვილიას“ მიერ „ფეისბუკ“ გვერდზე გავრცელებულ ფოტოებს წარწერით – „გვახსოვდეს, რომ რუსულ კანონს მხარი 78-მა დეპუტატმა დაუჭირა!“, რომელშიც „სირცხვილია“ აღნიშნავს, რომ „ქართული ოცნების“ წევრებს დასავლური მომავალი მხოლოდ საკუთარი შვილებისთვის ემეტებათ“.

პოსტში მმართველი პარტიის ლიდერებთან ერთად, ნახსენებია დეპუტატი ბექა ოდიშარია, რომლის უმცროსი შვილი, „სირცხვილიას“ ცნობით, ამერიკაშია დაბადებული და ამერიკის მოქალაქეა.

„აი, ამ ბოდვას მართლა ვერ ვხვდები ?! ვის ვინ ეკითხება მე სად გავაჩინე ჩემი მანანიკო ?! თუ ვმალავდი და ამომიქექეს? ??

ამით მტკიცდება რომ ამერიკა მირჩევნია რუსეთს! კიდევ?!!! ?‍♀️

 

გვახსოვდეს, რომ რუსულ კანონს მხარი 78-მა დეპუტატმა დაუჭირა! #არარუსულკანონს

Posted by სირცხვილია • Shame Movement on პარასკევი, 10 მარტი, 2023

 

ჩემი აზრით ძალიან დიდი სირცხვილია პატარა ბავშვებზე ინფორმაციების კედლებზე ფრიალი !!! ?“, – წერს ბექა ოდიშარიას მეუღლე მაკუნა გამცემლიძე.

„თავისი ცოლი ორჯერ სამშობიაროდ წაიყვანა ამერიკაში და ორივე შვილი ამერიკის მოქალაქეა. ამას უნდა, რომ ჩემმა შვილმა რუსეთის მონობაში იცხოვროს და მისმა შვილებმა მიიღონ ყველა პრივილეგია“ – თაზო კუპრეიშვილი

მთავარ სლაიდზე ერთ-ერთი ფოტო: „სირცხვილია“

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები