LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვის უმიზნებს ბარსა: კატალონიელებმა სატრანსფერო პოლიტიკა განსაზღვრეს

83

“ბარსელონამ” 2019 წლამდე თავისი სატრანსფერო პოლიტიკა დაგეგმა. ”მუნდო დეპორტივოს” ინფორმაციით, უახლოესი ორი წლის განმავლობაში კატალონიელთა რიგებში მნიშვნელოვანი ცვლილებები იგეგმება.

”ბარსას” პირველი სატრანსფერო სამიზნე ანტუან გრიზმანია, რომელიც ამჟამად მადრიდის ”ატლეტიკოს” ღირსებას იცავს. სავარაუდოდ, გრიზმანი გუნდს ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს, 100 მლნ ევროს სანაცვლოდ შეუერთდება.

გუნდის მთავარ მწვრთნელს, ერნესტო ვალვერდეს მთავარ გუნდში ”ბარსელონა ბ”-ს წევრის, კარლეს ალენის ხილვა სურს. 20 წლის ფეხბურთელმა გასულ წელს ”ბარსელონასთან” ახალი, 3-წლიანი ხელშეკრულება გააფორმა.

2019 წლის იანვარში ”ბლაუგრანას” რიგებს ”გრემიოს” ნახევარმცველი, არტური შეუერთდება. მის სანაცვლოდ ბრაზილიური კლუბი 30 მლნ ევროს მიიღებს.

გუნდის კიდევ ერთი სატრანსფერო სამიზნე ”აიაქსის” 21 წლის ნახევარმცველი, ფრენკი დე იონგია. ”მუნდო დეპროტივოს” ცნობით, კლუბებმა დე იონგის ტრანსფერთან დაკავშირებით შეთანხმებას უკვე მიაღწიეს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები