გარი ნევილი და რაიან გიგზი უფასოდ შეთავაზებენ საკუთარ სასტუმროებს სამედიცინო პერსონალს.
კორონავირუსით დაინფიცირებული დანიელე რუგანის მეგობარი გოგონა ორსულობის მეოთხე თვეზეა.
“თუ ვირუსი არ მიდის ზლატანთან, ზლატანი მიდის ვირუსთან” – დაწერა ზლატან იბრაჰიმოვიჩმა და 100 ათასი ევრო გადარიცხა კორონავირუსთან საბრძოლველად.
პრემიერლიგის კლუბებს მოუწევთ ტელემაუწყებლებს 800 მლნ ევროზე მეტი გადაუხადონ, თუ სეზონი არ ჩამთავრდება.
გერმანიის ნაკრებმა 2.5 მლნ ევრო გაიღო კორონავირუსთან საბრძოლველად.
EFL ჩემპიონშიპის, ლიგა 1 და ლიგა 2-ის კლუბებს 50 მლნ ფუნტს გამოუყოფს.
რიბერიმ 50 ათასი ევრო შეწირა ფლორენციაში კორონავირუსთან ბრძოლას.
შოტლანდიური “ჰართსი” აპირებს მოთამაშეებს და პერსონალს 50%-ით შეუმციროს ანაზღაურება. ვისაც არ აწყობს, შეუძლია წავიდეს.
“ვალიადოლიდმა” უარი თქვა კორონავირუსის ტესტებზე: “არის ხალხი, რომლებსაც უფრო მეტად სჭირდებათ”.
ნეიმარი და ტიაგო სილვა ბრაზილიაში გაფრინდნენ. პსჟ-მ ყველა ფეხბურთელს ნება დართო საფრანგეთი დატოვონ.
ხავიერ ტებასი: “იგეგმება, რომ ევროპის ყველა ლიგა მაისის შუაწელს განახლდება”.
ევროპის ტოპ 5 ლიგის კლუბები დაახლოებით 4 მილიარდ ევროს დაკარგავენ სეზონის შეჩერების შემთხვევაში. ასეთი შეფასება ევრო 2020-ის გადატანამდე გაკეთდა.
The Athletic: “ლივერპულმა” კლოპის შემცვლელთა შორტ-ლისტი შეადგინა. მასში სამი გვარი ჩაიწერა. “რეინჯერსის” მწვრთნელი და კლუბის ლეგენდა სტივენ ჯერარდი, კლოპის თანაშემწე პეპ ლინდერსი და “ლაიპციგის” დამრიგებელი იულიან ნაგელსმანი. ისე კლოპი ჯერ წასვლას არ აპირებს.
ინტერნეტში “ლივერპულის” ახალი ფორმა გამოჩნდა. კომპლექტს ცოტა უჩვეულო ფერი აქვს.
Diario Sport: “ბაიერნი” არ გამოისყიდის კოუტინიოს. “ბარსას” სურს ბრაზილიელი ისევ იჯარით გაუშვას სადმე. ითქვა ისიც, რომ ფეხბურთელი “ჩელსის” აინტერესებს.
“ბაიერნი” მზადაა 5-წლიანი კონტრაქტი გაუფორმოს სანეს. “სიტის” ფეხბურთელს კიდევ ორი წინადადება ქონია ტოპ კლუბებისგან.
“იუვენტუსი” და პრემიერლიგის კლუბებს სურთ ტეო ერნანდესი 45 მილიონ ევროდ იყიდონ. ესპანელ ფეხბურთელს “მილანში” დარჩენა უნდა.
“სიტი” მოლაპარაკებებს მართავს სტერლინგთან კონტრაქტის 2024 წლამდე გახანგრძლივებასა და წლიურად 20 მლნ ევროს ანაზღაურებაზე.