LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვის ქორწილში ასრულებს ლელა წურწუმია „პაჩკა-პაჩკა დოლარებს“ (ვიდეო)

65

„პაჩკა-პაჩკა დოლარები“ კახა ცისკარიძემ 6 წლის წინ, საახალწლო პროექტისთვის ნინა წკრიალაშვილსა და თიკა ფაცაციასთან ერთად ჩაწერა. ეს ერთ-ერთი პირველი შემთხვევა იყო, როდესაც პოპშემსრულებლებმა გადაწყვიტეს, ე.წ. საქეიფო ჟანრის სიმღერა შეესრულებინათ.

სიმღერა მათ მაია ასათაინის „პროფილშიც“ იმღერეს და ამ ჩანაწერის „იუთუბზე“ განთავსების დღიდან დღემდე „პაჩკა პაჩკა დოლარებს“ 1 340 439 ნახვა აქვს, რაც დაგვეთანხმებით, შთამბეჭდავი რიცხვია. ლელა წურწუმიას ეს სიმღერა ძალიან რომ მოსწონს, რამდენიმე წლის წინ, ერთ-ერთ გადაცემაში გამოჩნდა, „იმედზე“, როდესაც ლელამ ნინო ჩხეიძესთან ერთად, კარაოკეში სწორედ „პაჩკა პაჩკა“ შეასრულა.

როგორც ჩანს, მომღერალმა თავადაც გადაწყვიტა საკუთარი ვერსიის ჩაწერა და ახლახან ისრაელში, თელ-ავივში გამართულ ერთ-ერთ ქორწილში შეასრულა. ცნობილია, რომ ლელა წლებია, ერთ-ერთი პირველი ქართველი შემსრულებელია, რომელსაც ისრაელში კორპორატიულ საღამოებზე ძალიან ხშირად იწვევენ და სოლიდურ ჰონორარებსაც უხდიან.

ეს ვიდეო „იუთუბზე“ ახლახან გავრცელდა და როგორც აწერია, ისრაელში, თელ-ავივში, მალისა და ჯონათანის ქორწილშია გადაღებული.

 

https://www.youtube.com/watch?v=36mtFwqh_dA

 

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები