LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვის მიუძღვნა ფერნანდო ტორესმა მეასე გოლი (ვიდეო)

47

ფერნანდო ტორესმა საიუბილეო, მეასე გოლი იმ ადამიანთან აღნიშნა, ვინც მას „ატლეტიკოში“ რეკომენდაცია გაუწია.
სწორედ ამ კაცმა მიიყვანა თავის დროზე 15 წლის ბიჭი კლუბში.

მადრიდის „ატლეტიკომ“ ესპანეთის ჩემპიონატის 23-ე ტურის მატჩში „ეიბარი“ მიიღო და 3:1 მოუგო. მესამე გოლი ფერნანდო ტორესმა გაიტანა. თამაშის შემდეგ ფორვარდი ანხელ მანუელ ბრინიასთან მივიდა, რომელიც 70-იან წლებში იუნიორებთან მუშაობდა. ბრინიასმა ერთ-ერთ შერჩევაზე 200 მოსწავლიდან ტორესი აარჩია და კლუბის ხელმძღვანელობას ურჩია მისთვის ყურადღება მიექციათ. ყველამ კარგად უწყით, რომ მოგვიანებით ფერნანდო ტორესი, მეტსახელად ელ ნინიო „ატლეტიკოს“ სიმბოლო და თილისმა გახდა.
AS-ის ინფორმაციით, ფერნანდომ 80 წლის ანხელს ის მაისური აჩუქა, რომლითაც მეასე გოლი გაიტანა.

 

 

https://www.youtube.com/watch?v=WcIuMJ7yJ00

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები