ფიფას წლის საუკეთესო ფეხბურთელის გამოვლენისას პორტუგალიის ნაკრების კაპიტანმა კრიშტიანო რონალდომ თავისი სამეული დაასახელა და აქ ადგილი არ მოიძებნა ლიონელ მესისთვის. კრიშტიანომ საუკეთესოდ „იუვენტუსში“ თანაგუნდელი მატიის დე ლიხტი აღიარა. მეორე ადგილზე რონალდომ კიდევ ერთი ჰოლანდიელი, სწორედ მესის თანაკლუბელი ფრენკი დე იონგი დაასახელა, მესამე პოზიცია კი კილიან მბაპეს მიანიჭა.
თავის მხრივ მესიმ რონალდო საკუთარ სამეულში მეორე ადგილზე გაიყვანა.
მესი წლის საუკეთესო ფეხბურთელი გახდა: ვინ მოიგო სხვა ნომინაციები
მესი პირველი ფეხბურთელია არამადრიდის „რეალიდან“, რომელმაც ფიფას საუკეთესო ფეხბურთელის პრიზი მიიღო.
რონალდო The Best-ის შესახებ: „ღამის შემდეგ ყოველთვის აისი დგება“.
სერხიო რამოსი: „ფორვარდები უფრო შესამჩნევები არიან ფეხბურთში, მცველები კი შავ სამუშაოს ასრულებენ“.
ვირხილ ვან დეიკი: „მიხარია მესისთვის. ის შესაძლოა ყველა დროის საუკეთესო ფეხბურთელია“.
ბუნებრივია ცნობილი გახდა, თუ ვის მისცეს ხმა საქართველოს წარმომადგენლებმა. ჩვენი ნაკრების კაპიტანმა ჯაბა კანკავამ პირველ ადგილზე “ლივერპულის” მცველი ვან დეიკი გაიყვანა, მეორეზე ლიონელ მესი, მესამე ადგილი კი კრიშტიანო რონალდოს მისცა.
მწვრთნელებში კანკავამ ასეთი არჩევანი გააკეთა:
იურგენ კლოპი (ლივერპული)
პეპ გვარდიოლა (მანჩესტერ სიტი)
მაურისიო პოჩეტინო (ტოტენჰემი)
საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვლადიმირ ვაისმა ასე გადაწყვიტა:
ფეხბურთელი
ლიონელ მესი
კრიშტიანო რონალდო
კილიან მბაპე
მწვრთნელი
პეპ გვარდიოლა
იურგენ კლოპი
დიდიე დეშამი