Edison Research-ის საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის ფარგლებში რესპონდენტებს დაუსვეს კითხვა, თუ ვის მისცემდნენ ხმას დასახელებულ სამ კანდიდატს შორის, თბილისის მერის არჩევნები რომ დღეს ტარდებოდეს.
მოსახლეობის პასუხები, კანდიდატთა სამეულის სხვადასხვა ვერსიის შემთხვევაში, შემდეგნაირად განაწილდა:
- კახა კალაძე – 32%
- ნიკა მელია – 17%
- გიორგი გახარია – 15%
- კახა კალაძე – 42%
- გიორგი გახარია – 20%
- ზურაბ (გირჩი) ჯაფარიძე – 10%
- კახა კალაძე – 39%
- გიორგი გახარია – 21%
- ელენე ხოშტარია – 12%
- კახა კალაძე – 40%
- გიორგი გახარია – 20%
- ალეკო ელისაშვილი – 8%
- კახა კალაძე – 41%
- გიორგი გახარია – 20%
- გიორგი ვაშაძე (სტრატეგია აღმაშენებელი) – 10%
- კახა კალაძე – 42%
- გიორგი გახარია – 20%
- ბადრი ჯაფარიძე – 8%
- კახა კალაძე – 41%
- გიორგი გახარია – 22%
- შალვა ნათელაშვილი – 9%
იმ შემთხვევაში, როცა რესპონდენტებს კონკრეტული პერსონების ნაცვლად, არჩევანის გაკეთება პოლიტიკური ძალების/გაერთიანების კანდიდატებს შორის უწევთ, შედეგები ასე ნაწილდება:
- გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატი – 34%
- ქართული ოცნების კანდიდატი – 30%
- გახარიას პარტია “საქართველოსთვის” კანდიდატი – 13%
საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვა ტელეკომპანია „ფორმულას“ დაკვეთით ავტორიტეტულმა კვლევითმა კომპანიამ Edison Research ჩაატარა.
კვლევის ფარგლებში, პირისპირი გამოკითხვის მეთოდით, ქვეყნის მასშტაბით გამოიკითხა საქართველოში მცხოვრები 1500 საარჩევნო უფლების მქონე 18 წლისა და მეტი ასაკის ადამიანი. მათ შორის, 800 თბილისში, 700 დედაქალაქს გარეთ. კვლევა 7 – 19 ივნისის პერიოდში ჩატარდა. შედეგების ცდომილება +/- 3%-ია.