LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვის მიიჩნევს ბალასტად შს მინისტრი

92

გიორგი მღებრიშვილი ბალასტად მიიჩნევს ადამიანებს, რომლებიც „შეურაცხყოფას აყენებენ პოლიციის მუნდირს და ჩირქს სცხებენ მას“. შს მინისტრმა გუშინდელი განცხადება განმარტა, რომ ”სამინისტრო ბალასტისგან გათავისუფლდება”.

”მე ვიხმარე სიტყვა ბალასტი, გიდასტურებთ. დიახ, მე ბალასტად ვთვლი ისეთ ადამიანებს, რომლებიც შეურაცხყოფას აყენებენ პოლიციის მუნდირს, ჩირქს სცხებენ მას და ასეთ ადამიანებს მე ვუწოდებ ბალასტებს. სწორედ ასეთი ადამიანებისგან იქნება გათავისუფლებული შინაგან საქმეთა სამინისტრო. შესაძლებელია იყვნენ ასეთი ადამიანები, რადგან 40 ათასამდე თანამშრომელი გვყავს და გამორიცხული არ არის. ბალასტში მე ვგულისხმობდი მხოლოდ ასეთ ადამიანებს”, – განაცხადა მინისტრმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები