ერთ-ერთმა ამერიკელმა აშშ-ს პრეზიდენტის არჩევნებზე ხმა ”ბარსელონას” თავდამსხმელ ლიონელ მესის მისცა.
მოგეხსენებათ, შტატების ახალი პრეზიდენტი დონალდ ტრამპია, რომელმაც ჰილარი კლინტონს აჯობა. ეტყობა, ორივეს გაუმართლდა, რომ მესი მონაწილეობას არ იღებდა.
ერთ-ერთმა ამომრჩეველმა ბიულეტენში არგენტინელის სახელი და გვარი ჩაწერა და ყუთში ჩააგდო.
რადგან არჩევნებს ეხება საქმე, ბარემ ისიც ვთქვათ, რომ ”მანჩესტერ იუნაიტედის” ყოფილმა მეკარემ ანდერს ლინდეგორმა, რომელიც ახლა ”პრესტონის” კარში დგას, აშშ-ს პრეზიდენტის არჩევნებზე კომენტარი გააკეთა და მომავალიც იწინასწარმეტყველა.
”ვანგა ვიქნები და ვიტყვი, რომ აშშ-ს პირველი ქალი პრეზიდენტი კიმ კარდაშიანი იქნება”, – დაწერა დანიელმა გოლკიპერმა ტვიტერში.