ცოტნე გამსახურდიას ქონების განკარგვის უფლება მის ძმას, გიორგი გამსახურდიას გადაეცა. სასამართლო პროცესი, სადაც განიხილეს ცოტნე გამსახურდიას მეუღლის, ანა ჯაბაურის განცხადება, სადაც იგი ითხოვდა, გიორგი გამსახურდიას სრულად გადაეცეს ცოტნეს ქონების, საავტორო უფლებების, სამეწარმეო საქმიანობის ზედამხედველობა, 17 აგვისტოს გაიმართა. სასამართლომ ანა ჯაბაურის განცხადება დააკმაყოფილა.
განჩინებაში ვკითხულობთ, რომ ანა ჯაბაურმა უარი განაცხადა თავისი უფლებების გაფართოებაზე და სწორედ ამიტომ მოითხოვა სასამართლოსგან, ქონებრივი საკითხები ცოტნეს ძმას, გიორგის ემართა.
17 აგვისტოს სასამართლო პროცესამდე კიდევ ერთი პროცესი გაიმართა, სადაც მანანა არჩვაძე ცოტნეს მხარდამჭერად დანიშვნას ითხოვდა და ცოტნეს მეუღლესთვის მხარდამჭერის სტატუსის გაუქმება სურდა. თუმცა, სასამართლომ მას ეს მოთხოვნა არ დაუკმაყოფილა.