LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვის მაისურებს ყიდულობენ ბრიტანეთში

19

“მანჩესტერ იუნაიტედის” ვარსკვლავების – პოლ პოგბასა და რომელუ ლუკაკუს მაისურები დიდი ბრიტანეთში ყველაზე გაყიდვადია. ამის შესახებ ცნობას მსოფლიოს ერთ-ერთი უმსხვილესი ონალინ მაღაზიის, SportsDirect.com-ის წარმომადგენლები ავრცელებენ, რომელთა ინფორმაციით პოლ პოგბა ბრიტანელ გულშემატკივარში განსაკუთრებული სიმპატიით სარგებლობს.

მეორე ადგილზე აღნიშნული მაჩვენებლით რომელუ ლუკაკუა, სამეულს კი ”ჩელსის” ფლეიმეიქერი ედენ აზრი ასრულებს.

Sports Direct-ის სიაში სულ 30 ფეხბურთელია, რომელთაგან უცხოელი მხოლოდ სამია – ლიონელ მესი, კრიშტიანო რონალდო და ნეიმარი.

აღსანიშნავია, რომ ტოპ 30-ში მოულოდნელად ადამ ლალანა და დუაით გეილიც მოხვდნენ.

სტატისტიკა 1 მაისიდან 1 სექტემბრის ჩათვლით წარმოებულ გაყიდვებს ეხება.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები