იმ შემთხვევაში თუ „ისლამური სახელმწიფო“ მუქარას აასრულებს და ტერაქტებს განახორციელებს საქართველოში, პირველ დარტყმებს კოალიციური ძალების ქვეყნების საელჩოები მიიღებენ, ამის შესახებ ექსპერტმა მამუკა არეშიძემ განაცხადა. მისი თქმით, ისლამური ტერორიზმის თავისებურებებიდან გამომდინარე, ხალხმრავალ ადგილებში აფეთქება მხოლოდ იმ შემთხვევაში ხდება, როდესაც კონკრეტულად ხალხის და ერის დასჯა სურთ, რისი საფუძველიც, არეშიძის თქმით, საქართველოს შემთხვევაში არ არსებობს.
ამასთან, ექსპერტი ამბობს, რომ ისლამური ტერორიზმი გამოირჩევა სპეციფიკურობით და ქართულ სპეცსამსახურებს არ აქვთ მასთან ბრძოლის გამოცდილება, ამიტომ, მიუხედავად ქვეყნებს შორის დაძაბული ურთიერთიერთობისა, ქსპერტი მოუწოდებს ქართულ მხარეს რუსულ სპეცსამსახურებთან ითანამშრომლონ. მისივე თქმით, ძალიან ეფექტური იქნება მეგობარი ქვეყნის – ისრაელის სპეცსამსახურებთან თანამშრომლობაც.