ვირუსით თბილისში რვა წლის ბავშვი დაიღუპა. მოზარდი თემქაზე მდებარე, ერთ-ერთ პედიატრიულ კლინიკაში გარდაიცვალა.
ცხელება, სუნთქვის უკმარისობა და ყელის ტკივილი – ექიმების განმარტებით, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა კლინიკაში შეყვანისთანავე მძიმე იყო.
გარდაცვალების ზუსტი მიზეზი უცნობია, თუმცა ვარაუდობენ, რომ მკურნალობა დაგვიანებული აღმოჩნდა.
ვირუსის ტიპის იდენტიფიცირებისთვის მასალა ლაბორატორიაშია გაგზავნილი.
[related_news id=”293479″ align=”left”]
დეკემბრის ბოლო სამ კვირაში ქვეყანაში 100 000 მოსახლეზე გრიპის 312 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.
თემურ მიქელაძე დეტალურად აღწერს, როგორ დავიცვათ ბავშვები გრიპის ვირუსისგან