LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვირუსმა დანდობა, შებრალება არ იცის…არც იმას არჩევს, ვისი მიტინგია უფრო სამართლიანი: დავით გადელია

279
დავით გადელია

ქვეყანაში არსებული ეპიდვითარების ფონზე, აქტიურად ტარდება საპროტესტო აქციები. აღნიშნულს ბოჭორიშვილის კლინიკის ხელმძღვანელი დავით გადელია სოციალურ ქსელში ეხმიანება და წერს, რომ ქვეყნის მოსახლეობამ ვაქცინაციას და რეგულაციებს ხალხმრავალი მიტინგები არჩია. მისივე განცხადებით, შედეგი არ დააყოვნებს, რადგან ვირუსმა დანდობა და შებრალება არ იცის და არც იმას არჩევს, ვისი მიტინგია უფრო სამართლიანი.

რუსთაველის გამზირზე გია გაჩეჩილაძემ აქცია გამართა

„ნაციონალურმა მოძრაობამ“ 8 ნოემბერს, თავისუფლების მოედანზე აქცია დაანონსა

„ცუდი არჩევანია..

ამ მძიმე პანდემიის ჟამს, ჩემი ქვეყნის მოსახლეობამ, ვაქცინაციას და რეგულაციებს ხალხმრავალი მიტინგები არჩია.. შედეგიც სამწუხაროდ არ დააყოვნებს! ვირუსმა დანდობა, შებრალება არ იცის. სხვათა შორის, არც იმას არჩევს, ვისი მიტინგია უფრო სამართლიანი! რა ქნას, ერთი დნმ-ის სპირალია სულ, როგორ გაარკვიოს?! ვისაც უფალმა რუხი ნივთიერებით სავსე ნახევარსფეროები მისცა – ისინიც ვერ გარკვეულან და ვირუსს როგორ გინდა მოსთხოვო მტყუან-მართლის გარჩევა..

ნუთუ ადრეც, საუკუნეების განმავლობაშიც ასეთი გულარხეინები ვიყავით? ნუთუ არ გვქონდა არასდროს განსაცდელის შეგრძნება და ვერ ვალაგებდით პრიორიტეტებს?!!… როგორ მოვაღწიეთ აქამდე??“, – წერს დავით გადელია სოციალურ ქსელში.

ბოლო 24 საათში კორონავირუსით 67 პაციენტი –გარდაიცვალა, დაინფიცირდა 4101 ადამიანი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები