LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვირუსის პიკური პერიოდი იწყება მე-6 კვირიდან, ჩვენ მე-3 კვირა დავასრულეთ – ამირან გამყრელიძე

33831
gamyrelize-amiran

“ვირუსის პიკური პერიოდი იწყება პირველი შემთხვევის დადასტურებიდან მე-6, მე-7, მე-8 კვირას, ჩვენ მე-3 კვირა დავასრულეთ და შევდივართ პრე-კრიტიკულ ფაზაში”,-ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძემ განაცხადა.

მისი თქმით, მეტად უნდა გაძლიერდეს ყველა ის ღონისძიება, რასაც დღეს ქვეყანა ატარებს.

ქალმა, რომელსაც მარნეულში კორნავირუსი დაუდასტურდა, მოგზაურობის ისტორია დამალა

მისი თქმით ინფიცირებული პაციენტის მდგომარეობა დაძმიმდა და ის თბილისში გადაჰყავთ.

“ჩვენ ახლა მე-3 კვირა დავამთავრეთ და ამიტომაც გუშინწინ მთავრობის საკოორდინაციო საბჭოზე მე გავაჟღერე ჩემი მოსაზრება, რომ ჩვენ შევდივართ გარკვეულად პრე-კრიტიკულ ფაზაში. ამიტომ, მეტად უნდა გაძლიერდეს ყველა ის ღონისძიება, რასაც დღეს ქვეყანა ატარებს“,-განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

ამ დროისთვის საქართველოში ახალი კორონავირუსით ინფიცირების 54 შემთხვევა ფიქსირდება; მათგან გამოჯანრთელებულია – 3 პირი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები