„ვირუსის გავრცელების შეკავების მიზნით განხორციელებული ღონისძიებებისთვის მთავრობას ეკუთვნის შექება, მაგრამ ანტიკრიზისული გეგმის ნაწილში არასწორი ნაბიჯები გადაიდგა“,- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის დამოუკიდებელმა დეპუტატმა ბექა ნაცვლიშვილმა მთავრობის მიერ მომზადებული COVID-19-ის პერიოდში განხორციელებული ღონისძიებების ანგარიშის შეფასებისას განაცხადა.
„ფორტუნას“ ეთერში დეპუტატმა აღნიშნა, რომ ვირუსის შეკავების თვალსაზრისით მთავრობის მიერ გადადგმული ნაბიჯები იყო ფრთხილი, რამაც კარგი შედეგი მოგვიტანა, თუმცა შემდგომი ეკონომიკური სტიმულირების გეგმა არ არის ეფექტური.
„ორ ნაწილად მინდა გავყო ღონისძიებები, რომელიც მთარობამ გაატარა.
პირველი ეს არის ვირუსის გავრცელების შესაჩერებლად გადადგმული ნაბიჯები და მეორე, შემდგომში უკვე სოციალური პასუხისმგებლობის ნაწილი, რომელიც მთავრობას გააჩნდა საზოგადოების წინაზე, ეკონომიკური სტიმულირების გეგმა.
ის ნაბიჯები, რომელიც გადაიდგა რათქმაუნდა საკმარისი არ არის და ხშირ შემთხვევაში არასწორ მიმართულებებსაც წარმოადგენს.
ვირუსის შეკავების ნაწილში რათქმაუნდა კარგად და ფრთხილად იმუშავა მთვარობამ. სიფრთხილე აუცილებელიც იყო, ვინაიდან ჩვენ დავინახეთ თუ რა დაემართათ ქვეყნებს, რომლებმაც უპირატესობის მოპოვების თვალაზრისით სწრაფად გახსნეს თავიანთი ეკონომიკა. მთავრობას ჰქონდა ვალდებულება და პასუხისმგებლობა, რომ სიფრთხილით მოპყრობოდა ვირუსის გავრცელების შეკავებას, ვინაიდან არ გვაქვს ისეთი განვითარებული ჯანდაცვის სისტემა, როგორიც ეს ევროპის ქვეყნებშია.
ბექა ნაცვლიშვილმა მთავრობის მიერ, პოსტკრიზისულ პერიოდში განხორციელებულ ეკონომიკურ აქტივობებს ლიბერალური უწოდა და აღნიშნა, რომ ამ მიმართულებით ძალიან ბევრი არასწორი ბაბიჯები გადაიდგა.
„მთავრობამ ისევ გააგრძელა ლიბერალური ეკონომიკის კურსი უკვე პოსტ კრიზისულ ვითარებაშიც, რაც მას მანამდეც გააჩნდა. მიუხედავად იმისა, რომ დახმარებები გაიცა ეს არ არის საკმარისი და დროული, ეს ჩვენი ეკონომიკის წახალისებას ვერ მოეხმარება, რადგანაც არის ძალიან მცირე“, – განაცხადა ბექა ნაცლიშვილმა.
COVID-19-თან დაკავშირებით მომზადებული მთავრობის წერილობითი ანგარიში გაავრცელა. პრემიერ-მინისტრის განცხადებით, ანგარიშში მოცემულია ღონისძიებების შესახებ, რომელიც 22 იანვრიდან დაიწყო და 22 მაისს დასრულდა.