სატვირთო გემის ბორტზე აღმოჩენილმა ვირთხამ მთელი კუნძული საკვების გარეშე დატოვა. ABC News-ის ინფორმაციით, შემთხვევა ავსტრალიაში მოხდა.
ლაინერი, რომელიც გაზისა და პროდუქტების მარაგით იყო სავსე, ვულკანური კუნძულის ლორდ-ჰაუსკენ უნდა წასულიყო, თუმცა პორტში დარჩენა და 7 დღიანი კარანტინის გავლა მოუწია. მიზეზი ბორტზე აღმოჩენილი ვირთხა იყო. ასეთი მკაცრი წესების მიზანი პატარა კუნძულის მღრღნელებისგან დაცვაა.
ახალი სამხრეთ უელსის ხელისუფლებამ მღრღნელებთან ბრძოლის პროგრამა 2019 წელს დაიწყო. მისი დახმარებით უნიკალური ველური ბუნების და იმ ადგილის ბიომრავალფეროვნების დაცვა სურთ, რომელიც მსოფლიო მემკვიდრეობის სიაშია შეტანილი.
არადა კუნძული მთელი სამყაროსგანაა მოწყვეტილი და მაღაზიებში პროდუქტებს სწორედ გემებით ამარაგებენ ხოლმე. იმისათვის, რომ მოსახლეობა მშიერი არ დარჩენილიყო, საკვების წაღება ავსტრალიის სამეფო სამხედრო-საჰაერო ძალებს დაევალათ.