“ეს შეაჩერებს სიკვდილის მანქანას რასობრივი განსხვავების ისტორიით” – აღნიშნა ვირჯინიის შტატის გუბერნატორმა რალფ ნორთჰემმა და ხელი მოაწერა კანონპროექტს სიკვდილით დასჯის გაუქმების შესახებ.
ამ ჰუმანური გადაწყვეტილებით ვირჯინია გახდა პირველი შტატი აშშ-ს სამხრეთ ნაწილში, სადაც სიკვდილით დასჯა გაუქმდა.
შედეგად, ვირჯინია გახდა 32-ე შტატი, რომელიც უარს აცხადებს სიკვდილით დასაჯოს მსჯავრდებული საკუთარ ტერიტორიაზე.
როგორც ცნობილია, ვირჯინიის არსებობის ისტორიაში, მას შემდეგ რაც სიკვდილით დასჯის კანონი ამოქმედდა, შტატის ხელისუფლებამ სულ სიკვდილით დასაჯა 1 400 ადამიანი.
ახალი კანონის მიხედვით, სიკვდილით დასჯა შეიცვლება უვადო პატიმრობით, მთავარი პირობა კი იქნება ვადამდელი გათავისუფლების შესაძლებლობის არ ქონა.
სიკვდილით დასჯის გაუქმების შესახებ კანონპროექტს ვირჯინიის შტატის კანონმდებლებმა მხარი თებერვალში დაუჭირეს.
კანონპროექტის ხელმოწერის დროს შტატის გუბერნატორმა რალფ ნორთჰემმა აღნიშნა, რომ შტატის მიერ მეოცე საუკუნეში სიკვდილით დასჯილი 377 ადამიანიდან 296 აფროამერიკელი იყო.
გაერთიანებული ერების ორგანიზაციის განცხადებით, მისი წევრი 194 ქვეყნიდან 170-მა სიკვდილით დასჯა გააუქმა, აშშ კი კვლავ იღებს კრიტიკას აღნიშნული კანონის ცალკეულ შტატებში დღემდე არსებობის გამო.