Victoria’s Secret-ის შოუ შესაძლოა 4 მოდელის გარეშე დარჩეს. ულამაზეს სანახაობამდე სულ რამდენიმე დღე რჩება და ისეთი მოდელები, როგორებიც არიან -ბელა ჰადიდი, ელსა ჰოსკი თუ ქენდის სვეინპოლი, თავის მოლოდინს უკვე ვეღარ მალავენ. წელს 50 ულამაზესი ანგელოზისგან შემდგარი სტაფი შანხაიში უნდა შეიკრიბოს, თუმცა, გავრცელდა ინფორმაცია, რომ რამდენიმე გოგონა ოცნების ასრულებას ალბათ ვეღარ შეძლებს. საქმე ისაა, რომ „ვიქტორიას სიკრეტის“ შოუში დამტკიცებულ 4 ლამაზმანს, კერძოდ – 3 რუსსა და ერთ უკრაინელ მოდელს, ჩინეთმა ვიზაზე უარი უთხრა. ვიქტორიას გუნდი სიტუაციის გამოსასწორებლად ყველაფერს აკეთებს, თუმცა საეჭვოა მათ რაიმეს შეცვლა შეძლონ.