გუშინ, პარიზში Victoria’s Secret-ის ტრადიციული შოუ გაიმართა. პოდიუმზე ერთმანეთს მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი მოდელები ცვლიდნენ, რომლებსაც სექსუალური თეთრეული ეცვათ და ბრენდის „ანგელოზის ფრთები“ ეკეთათ. თუმცა შოუ ამით არ დასრულებულა და ჩვენების შემდეგ ტრადიციული ვახშამი გაიმართა.
კენდალ ჯენერის, ჯიჯი და ბელა ჰადიდების, ალესანდრა ამბროსიოს, ადრიანა ლიმასა და სხვა ლამაზმანების გარდა, საღამოზე განსაკუთრებული ყურადღება ირინა შეიკმა მიიქცია. სწორედ აღნიშნული შოუს შემდეგ გახდა ცნობილია, რომ მოდელი და მისი 41 წლის რჩეული, მსახიობი ბრედლი კუპერი მალე მშობლები გახდებიან.
საღამოზე მოდელი მოკლე, თავისუფალ კაბაში გამოცხადდა, რომელიც მის ფიგურას და მომრგვალებულ მუცელს საგულდაგულოდ ფარავდა.