LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ვიქტორია სეკრეტის” მოდელები თამუნა ინგოროყვას სამოსით

309

„ვიქტორია სეკრეტის“ „ანგელოზმა“ რომი სტრიჯმა, რომელიც პოდიუმზე მუდმივად მსოფლიოს ცნობილი დიზაინერების სამოსით აღაფრთოვანებს პუბლიკას, გასულ უქმეებზე  ყურადღება წითელი ტყავის სამოსით მიიქცია. გამოცემა „ვოგის“ ინფორმაციით, სამოსი ქართველი დიზაინერის, თამუნა ინგოროყვას  2016 წლის შემოდგომის კოლექციიდან არის.

„ვოგი“ წერს, რომ ბოლო პერიოდის განმავლობაში კავკასიიდან მოდა ძალიან სწრაფად იჭრება მსოფლიო მოდის სამყაროში. სავარაუდოდ, სტრიჯი ქართველი დიზაინერის სამოსით მას შემდეგ დაინტერესდა, რაც „ვიქტორიას“ მოდელი, დაუტცენ კრეზი ნახა ინგოროყვას სამოსით, ან – მაშინ, როდესაც ბელა ჰადიდმა ჩაიცვა ქართველი დიზაინერის კოლექციიდან.

„ქართული სამოსით სულ უფრო მეტი სუპერმოდელი ჩნდება მსოფლიოს ქუჩის სტილის რუკაზე. მოდის თვე ამ პატარა ქვეყნისთვის, როგორც ჩანს, ძალიან დიდი წარმატებებით იწყება,“ – წერს „ვოგი“.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები