LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიქტორია ბექჰემმა ვაჟსა და რძალს შეტყობინება გაუგზავნა

5887
page

როგორც ცნობილია, „პარიზის მოდის კვირეულზე“ ვიქტორია ბექჰემის ჩვენება შედგა, სადაც მისი მთელი ოჯახი მივიდა, ვაჟის, ბრუკლინ ბექჰემისა და რძლის, ნიკოლა პელტცის ჩათვლით. ამით ბექჰემების ოჯახმა რძალ-დედამთილს შორის უთანხმოების  ჭორები გააქარწყლა.

ყველაზე მშვენიერი მწვანე კაბა მოდის ისტორიაში და ეს ვიქტორიამ შექმნა – რძალ-დედამთილის მორიგი შეხვედრა „წითელზე“

ვიდეო: იდილია თუ ჭორების გაქარწყლების აქტი – რძალ-დედამთილის შეხვედრა და ვიქტორია ბექჰემის რეაქცია ვაჟის დანახვაზე

მეტიც, 48 წლის დიზაინერმა „ინსტაგრამის“ საშუალებით ბრუკლინისა და ნიკოლას ფოტო გაავრცელა და არც ემოციური სიტყვები დაიშურა.

„მე თქვენ ძალიან მიყვარხართ“, – ასე დაასათაურა ვიქტორიამ ფოტო.

მოუღო თუ არა აღნიშნულმა ქმედებებმა რძალ-დედამთილის ფარული ომის შესახებ გავრცელებულ ჭორებს ბოლო, თავად განსაჯეთ. ცნობისთვის, ბექჰმების ოჯახს ასეთი მიდგომა აქვს, ჭორების და მითქმა-მოთქმის გასაქარწყლებლად საჭიროა უბრალოდ მათი იგნორირება, ეს მრწამსი კი მათმა ახლად შეძენილმა რძალმა არ გაიზიარა და გამოცემასთან გავრცელებული ჭორები არა თუ უარყო, არამედ აღიარა.

 

View this post on Instagram

 

A post shared by Victoria Beckham (@victoriabeckham)

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები